Thursday, May 12, 2016

კურსის რეფლექსია

 9აპრილიდან  დაიწყო  ტრენინგები--ინტელის  გზით ,, პროექტების  სწავლება"
12მისი  იყო  ბოლო  მეცადინეობა,   ვისწავლეთ პროექტების  გამოყენებით  სწავლება,  შევქმენით  პორთფოლიო,  მოსწავლეებს  დავამუშავებინეთ  ბუკლეტი,  გაზეთი,  გავაკეთეთ  პრეზენტაცია,  მოსწავლეებს  ძალიან  მოეწონათ  თემატიკა,  რომელზეც  გვქონდა  პროექტი,,როგორ  გადავარჩინოთ  დედამიწა"
დარგეს  ნერგები,  გავასუფთავეთ  ახლომდებარე  ტერიტორია,  მოვიწვიეთ  მშობლები. შევქმენი
საქაღალდე.
 ეს  ყველაფერი  იყო  საინტერესო,  მისაწვდომი  და  სამახსოვრო,
,,პროექტებით  სწავლება"  ძალიან  დაგვეხმარება  შემდგომი  მუშაობისათვის,
კიდევ  უფრო  ამაღლდება  სწავლების  ხარისხი.
მადლობა  ქალბატონო  ნათია  ასეთი  ნაყოფიერი  ტრენინგებისთვის!

Monday, May 9, 2016

კიდევ  უფრო  საინტერესო  იყო  ეს  დღე,  თითქმის  ვამთავრებთ  პროექტს,  ეს  კი  ჩვენი  ენერგიული   ტრენერის  დამსახურებაა.  მადლობა!

Sunday, May 8, 2016

რა  თქმა  უნდა  გასაგებია და  მისაღები  ყველაფერი,  რაც  ვისწავლე.  ყველა  ამ  ცოდნას  გამოვიყენებ  ხარისხიანი  და  ეფექტური  მუშაობისთვის,  რათა  კიდევ  უფრო  ავამაღლო  სწავლების  ხარისხი.   მადლობა  ნაყოფიერი  დღისთვის.

Saturday, May 7, 2016

დღევანდელი  დღე  კიდევ  უფრო  საინტერესო  იყო,  განვიხილეთ  პროექტის   გეგმა,  მივიღეთ   საჭირო  რჩევები,   მოვახდინეთ  პრეზენტაციის  განხილვა  და  მრავალი  რჩევა.  მადლობა  ქალბატონო  ნათია!